2 ნეშტთა 30:2
1. შეუთვალა იეხიზკიაჰუმ მთელს ისრაელს და იუდას. წერილები მისწერა ეფრემსა და მენაშეს, რათა მოსულიყვნენ უფლის სახლში, იერუსალიმში, უფლისთვის, ისრაელის ღმერთისთვის პასექის გადასახდელად.2. გადაწყვიტეს მეფემ, მისმა მთავრებმა და მთელმა კრებულმა იერუსალიმში, რომ პასექი მეორე თვეში გადაეხადათ.3. რადგან იმჟამად არ შეეძლო გადახდა, რაკი მღვდლები ჯერ არ იყვნენ განათლულნი და არც საკმარისი რაოდენობის ხალხი არ იყო თავმოყრილი იერუსალიმში.
2 ნეშტთა თავი 30