2 ნეშტთა 30:7
6. მოიარეს მალემსრბოლებმა მეფისა და მისი მთავრების წერილებით მთელი ისრაელი და იუდა, და მეფის ბრძანებისამებრ გამოუცხადეს: ისრაელიანებო! დაუბრუნდით უფალს, აბრაამის, ისაკის, ისრაელის ღმერთს, და ისიც დაუბრუნდება თქვენს ნატამალს, აშურის მეფეთა ხელს რომ გადაურჩა.7. ნუ იქნებით თქვენი მამა-პაპის და მოძმეთა მსგავსნი, რომელთაც შესცოდეს უფალს, თქვენი მამა-პაპის ღმერთს, და მანაც გასწირა ისინი გასაპარტახებლად როგორც ხედავთ.8. ახლა მაინც ნუ იქნებით ქედფიცხელნი თქვენი მამა-პაპის მსგავსად. ხელი გაიწოდეთ უფლის მიმართ, მოდით მის საწმიდარში, რომელიც განათლული აქვს სამარადისოდ. ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს, და გაბრუნდება თქვენგან მისი რისხვა.
2 ნეშტთა თავი 30