2 ნეშტთა 30:9
8. ახლა მაინც ნუ იქნებით ქედფიცხელნი თქვენი მამა-პაპის მსგავსად. ხელი გაიწოდეთ უფლის მიმართ, მოდით მის საწმიდარში, რომელიც განათლული აქვს სამარადისოდ. ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს, და გაბრუნდება თქვენგან მისი რისხვა.9. თუ დაუბრუნდებით უფალს, შებრალებას ჰპოვებენ თქვენი ძმები და შვილები იმათ წინაშე, ვინც ისინი დაატყვევეს, და დააბრუნებენ ამ ქვეყანაში, რადგან მოწყალე და შემბრალეა უფალი, ღმერთი თქვენი. პირს აღარ შეიბრუნებს თქვენგან, თუ დაუბრუნდებით მას.10. დადიოდნენ მალემსრბოლნი ქალაქიდან ქალაქში, ეფრემის, მენაშესა და ზებულუნის ქვეყანაში. მაგრამ დასცინოდნენ მათ და აბუჩად იგდებდნენ.
2 ნეშტთა თავი 30