2 ნეშტთა 31:3
2. დააყენა იეხეზკიაჰუმ მღვდელთა და ლევიანთა დასები, მათი დასებისდა მიხედვით, თავ-თავიანთი სამსახურის შესასრულებლად, მღვდლებად და ლევიანებად, აღსავლენისა და სამადლობელი მსხვერპლის შესაწირად, უფლის ბანაკის კარიბჭეებში საქებრად და სადიდებლად.3. დააწესა მეფის წილი, მისი ქონებიდან, აღსავლენისთვის - დილის და მწუხრის აღსავლენისთვის, შაბათების, ახალმთავრობების და დღესასწაულების აღსავლენისთვის, როგორც უფლის რჯულშია ჩაწერილი.4. უბრძანა იერუსალიმში მცხოვრებ ხალხს, რომ თავიანთი წილი გასამრჯელო მიეცათ მღვდლებისთვის და ლევიანებისთვის, რათა მტკიცედ დაეცვათ უფლის რჯული.
2 ნეშტთა თავი 31