2 ნეშტთა 32:14
13. განა არ იცით რა დღე დავაწიეთ მე და ჩემმა მამა-პაპამ ქვეყნის ყველა ხალხს? განა შესძლეს ქვეყნის ხალხების ღმერთებმა ჩემი ხელიდან ეხსნათ მათი ქვეყნები?14. რომელი იყო ჩემი მამა-პაპის განადგურებულ ამ ხალხების ღმერთთაგან ისეთი, თავისი ხალხი რომ ეხსნა ჩემი ხელიდან, რომ ახლა თქვენმა ღმერთმა გიხსნათ ჩემი ხელიდან?15. ახლა არ მოგატყუოთ იეხიზკიაჰუმ და არ გაცთუნოთ ამგვარად. არ დაუჯეროთ მას. რაკი ვერცერთი ხალხის და სამეფოს ვერცერთმა ღმერთმა ვერ შესძლო თავისი ხალხის ხსნა ჩემი და ჩემი მამა-პაპის ხელიდან, ვერც თქვენი ღმერთი ვერ გიხსნით ჩემი ხელიდან.
2 ნეშტთა თავი 32