2 ნეშტთა 32:21
20. ილოცეს მეფე იეხიზკიაჰუმ და წინასწარმეტყველმა ესაიამ, ამოცის ძემ, ამის გამო და ცას შეჰღაღადეს.21. მოავლინა უფალმა ანგელოზი და ამოწყვიტა აშურის მეფის ბანაკში ყველა მაგარი ვაჟკაცი, წინამძღოლი და სარდალი. შერცხვენილი გაბრუნდა იგი თავის ქვეყანაში და, როცა თავისი ღმერთის სახლში შევიდა, მისი წიაღიდან გამოსულებმა მახვილით განგმირეს იქ.22. იხსნა უფალმა იეხიზკიაჰუ და იერუსალიმის მკვიდრნი აშურის მეფის, სანხერიბისა, და ყველას ხელიდან და დაიფარა ყოველი მხრივ.
2 ნეშტთა თავი 32