2 ნეშტთა 32:28
27. დიდზე დიდი დოვლათი და პატივი ჰქონდა იეხიზკიაჰუს. საგანძურები გაიჩინა ვერცხლისთვის, ოქროსთვის, ძვირფასი ქვებისთვის, ნელსაცხებლებისთვის, ფარებისთვის და ყოველი სასურველი ნივთისთვის,28. ბეღლები მიწის ნაყოფთათვის, პურისთვის, ღვინისთვის და ზეთისთვის, გომურები ყოველგვარი პირუტყვისთვის, და ფარეხები ცხვრის ფარისთვის.29. აიშენა თავისთვის ქალაქებიც. ცხვარ-ძროხის ჯოგები მრავლად ჰყავდა, რადგან ღმერთმა მას დიდძალი დოვლათი მისცა.
2 ნეშტთა თავი 32