2 ნეშტთა 32:4
3. გადაწყვიტა თავის სარდლებთან და თავის მებრძოლებთან ერთად, დაეწყვიტა წყაროს სათავეები, რომლებიც ქალაქის გარეთ იყო, და ისინიც მიეხმარნენ.4. შეიყარა უამრავი ხალხი და დაწყვიტეს ყველა სათავე და ნაკადული, რაც კი დიოდა იმ მიწაზე, რადგან თქვეს: რატომ უნდა ნახონ აქ მოსულმა აშურის მეფეებმა ბევრი წყალი?5. მოიცა ძალი და ამოაშენა ყველა დანგრეული კედელი, აამაღლა გოდლები და გარედან კიდევ სხვა კედელი შემოაშენა. გაამაგრა მილო დავითის ქალაქში, დაამზადა დიდძალი საჭურველი და ფარები.
2 ნეშტთა თავი 32