2 ნეშტთა 33:15
14. ამის შემდეგ გარე კედელი შემოუშენა დავითის ქალაქს გიხონის დასავლეთით, ხევისკენ, თევზთა კარიბჭის შესასვლელამდე, გარს შემოარტყა ყოფელს და ძალზე აამაღლა, და მხედართმთავრები ჩააყენა იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქში.15. მოაშორა უფლის სახლს უცხო ღმერთები და კერპი, ასევე ყველა სამსხვერპლო, უფლის სახლის მთაზე რომ ააგო იერუსალიმში, და ქალაქის გარეთ გადაყარა.16. განაახლა უფლის სამსხვერპლო, და შესწირა მასზე სამადლობელი და სადიდებელი მსხვერპლი. უბრძანა იუდას, ემსახურათ უფლისთვის, ისრაელის ღმერთისთვის.
2 ნეშტთა თავი 33