2 ნეშტთა 34:23
22. წავიდნენ ხილკიაჰუ და, ვისაც მეფემ უბრძანა, ხულდა წინასწარმეტყველთან, ცოლთან შალუმისა, ძისა თოკჰათისა, ძისა ხასრასი, მესამოსლისა (იგი იერუსალიმის მეორე ნაწილში ცხოვრობდა) და ელაპარაკნენ ამის თაობაზე.23. უთხრა მათ: ასე ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა: უთხარით იმ კაცს, ვინც ჩემთან გამოგგზავნათ:24. ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, უბედურებას დავატეხ ამ ადგილს, მის მკვიდრებს კი - იმ წყევლა-კრულვას, რაც ამ წიგნში სწერია, იუდას მეფის წინაშე რომ წაიკითხეს.
2 ნეშტთა თავი 34