2 ნეშტთა 34:26
25. რაკი მიმატოვეს და სხვა ღმერთებს უკმიეს საკმეველი ჩემს გასაჯავრებლად თავიანთი ხელის ნამოქმედარით, ამიტომ ჩემი რისხვა გადმოიღვრება ამ ადგილზე და აღარ დაცხრება.26. იუდას მეფეს კი, უფლის საძიებლად რომ გამოაგზავნათ, ასე უთხარით: ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი ისრაელისა, იმ სიტყვათა თაობაზე, შენ რომ მოისმინე:27. რაკი გული მოგილბა და თავი მოიდრიკე ღვთის წინაშე, რაც მისი სიტყვები მოისმინე ამ ადგილისა და მისი მკვიდრების თაობაზე, და მოდრკი ჩემს წინაშე, სამოსელი შემოიხიე და სტიროდი ჩემს წინაშე, მეც ამიტომ შეგიწყნარეო, ამბობს უფალი.
2 ნეშტთა თავი 34