2 ნეშტთა 34:8
7. დაანგრია სამსხვერპლოები და აშერები, მტვრად აქცია კერპები და აჩეხა მზის სვეტები მთელ ისრაელის ქვეყანაში და იერუსალიმს დაბრუნდა.8. თავისი მეფობის მეთორმეტე წელს, მას შემდეგ, რაც ქვეყანა და უფლის სახლი გაწმიდა, უფლის, თავისი ღმერთის სახლის შესაკეთებლად გაგზავნა შაფან აცალიაჰუს ძე, ქალაქის თავი მაყასიაჰუ და მწერალი იოახ იოახაზის ძე.9. მივიდნენ ხილკიაჰუ მღვდელმთავართან და მისცეს უფლის სახლში შეგროვილი ვერცხლი, რომელიც ლევიანებმა და ზღურბლის მცველებმა აკრიფეს მენაშეს, ეფრემის, სხვა ისრაელიანების, მთელი იუდას და ბენიამინის ხელიდან, და დაბრუნდნენ იერუსალიმს.
2 ნეშტთა თავი 34