2 ნეშტთა 35:14
13. მოხარშეს პასექი ცეცხლზე წესის მიხედვით; ქვაბებში, კოჭობებში და კარდალებში მოხარშეს წმიდა საკლავი და მარჯვედ ჩამოურიგეს ყველა ერის შვილს.14. შემდეგ თავისთვის და მღვდლებისთვის მოამზადეს, რადგან მღვდლები, აარონიანები, მწუხრამდე სწირავდნენ აღსავლენს და ლურთებს. ამიტომაც მოამზადეს ლევიანებმა თავისთვის და მღვდლებისთვის - აარონიანთათვის.15. მგალობელნი - ასაფიანები თავ-თავის ადგილზე იმყოფებოდნენ დავითის, ასაფის, ჰემანის და იედუთუნის, მეფის მისნისგან დადგენილი წესის მიხედვით, კარისმცველნიც - ყოველ კარში; არ უხდებოდათ თავიანთი სამსახურის მიტოვება, რადგან მათი მოძმე ლევიანები ამზადებდნენ მათთვის.
2 ნეშტთა თავი 35