2 ნეშტთა 35:19
18. სამუელ წინასწარმეტყველის დღეების შემდეგ არ გადაეხადათ ისრაელში ასეთი პასექი. ისრაელის არცერთ მეფეს არ გადაუხდია ასეთი პასექი, იოშიაჰუმ, მღვდლებმა, ლევიანებმა, მთელმა იუდამ, იქ მყოფმა ისრელიანებმა და იერუსალიმის მკვიდრებმა რომ გადაუხადეს უფალს.19. იოშიაჰუს მეფობის მეთვრამეტე წელს იქნა გადახდილი ეს პასექი. (მუცლითმეზღაბრენი, მკითხავები, თერაფიმები, კერპები და აშერები, რაც კი იუდაში და იერუსალიმში იყო, ცეცხლს მისცა მეფე იოშიაჰუმ, რომ გაემტკიცებინა იმ წიგნში ჩაწერილი რჯულის სიტყვები, რომელიც ხილკიაჰუ მღვდელმა იპოვა უფლის სახლში. მანამდე არავინ ყოფილა მისი მსგავსი, რომ მთელი თავისი გულით და მთელი თავისი სულით, მთელი თავისი ძალით მოსეს რჯულის თანახმად მიქცეულიყო უფლისკენ; და არც მის შემდეგ გამოჩენილა მისი მსგავსი. მაგრამ მაინც არ დამცხრალა უფალი თავისი დიდი რისხვისაგან, რომლითაც მრისხანებდა უფალი იუდაზე ყველა იმ წყენის გამო, მენაშემ რომ აწყენინა. თქვა უფალმა: იუდასაც მოვიკვეთ ჩემგან, როგორც ისრაელი მოვიკვეთე; განვაგდებ ამ ქალაქსაც, რომელიცამოვირჩიე, იერუსალიმს, და სახლს, რომელზეც ვთქვი, აქ იმკვიდრებს-მეთქი ჩემი სახელი).20. ყოველივე ამის შემდეგ, როგორც კი იოშიაჰუმ მოაწესრიგა უფლის სახლი, მიუხდა ნექო ეგვიპტის მეფე ქარხემიშს საბრძოლველად, მდინარე ევფრატზე. და გამოვიდა იოშიაჰუ მის შესახვედრად.
2 ნეშტთა თავი 35