2 ნეშტთა 35:21
20. ყოველივე ამის შემდეგ, როგორც კი იოშიაჰუმ მოაწესრიგა უფლის სახლი, მიუხდა ნექო ეგვიპტის მეფე ქარხემიშს საბრძოლველად, მდინარე ევფრატზე. და გამოვიდა იოშიაჰუ მის შესახვედრად.21. მოციქულები გამოუგზავნა ნექომ და შეუთვალა: რა საქმე გვაქვს ერთმანეთთან მე და შენ, იუდას მეფევ? დღეს შენს წინააღმდეგ არ წავსულვარ, არამედ იმ სახლის წინააღმდეგ, რომელსაც ვეომები. ღმერთმა მიბრძანა, რომ ვიჩქარო. ჩამოეცალე ღმერთს, თან რომ მახლავს, რომ არ დაგღუპოს.22. პირი არ იბრუნა მისგან იოშიაჰუმ და შეიმოსა მის წინააღმდეგ საომრად, არ შეისმინა ნექოს სიტყვები ღმერთის შთაგონებული, და გავიდა მეგიდოს ველზე საბრძოლველად.
2 ნეშტთა თავი 35