2 ნეშტთა 35:8
7. უბოძა იოშიაჰუმ ერის შვილებს და ყველას, ვინც კი იქ იმყოფებოდა კრავები და თიკნები, ყველაფერი საპასექო მსხვერპლისთვის - რიცხვით ოცდაათი ათასი, და კურატიც - სამი ათასი. ეს მეფის ქონებიდან იყო.8. მისმა მთავრებმა ნებაყოფლობით უბოძეს ხალხს, მღვდლებსა და ლევიანებს. ხილკიამ, ზაქარიამ და იეხიელმა - ღვთის სახლის წინამძღვრებმა მღვდლებს საპასექოდ მისცეს ორი ათას ექვსასი კრავი და სამასი კურატი.9. ქანანიამ, შემაყიამ, ნათანიელმა და მისმა ძმებმა, ხაშაბიამ, იეყიელმა და იოზაბადმა - ლევიანთა მთავრებმა ლევიანებს საპასექოდ უძღვნეს ხუთი ათასი კრავი და ხუთასი კურატი.
2 ნეშტთა თავი 35