2 ნეშტთა 36:3
2. ოცდასამი წლისა იყო იეჰოახაზი, როცა გამეფდა და სამი თვე იმეფა იერუსალიმში. [მისი დედა იყო ხამიტალი, იერემიას ასული, ლიბნადან. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მამა-პაპა იქცეოდა. ბორკილი დაადო მას ფარაონმა ნექომ დებლათში, ხამათის ქვეყანაში, რომ აღარ ემეფა იერუსალიმში].3. გადააყენა იგი ეგვიპტის მეფემ იერუსალიმში [წაიყვანა მეფემ ეგვიპტეს] და დააკისრა ქვეყანას ასი ქანქარი ვერცხლი და ერთი ქანქარი ოქრო.4. ეგვიპტის მეფემ მის ნაცვლად მისი ძმა ელიაკიმი გაამეფა იუდაში და იერუსალიმში და იეჰოაკიმად შეუცვალა სახელი. მისი ძმა იეჰოახაზი კი შეიპყრო ნექომ და ეგვიპტეში წაიყვანა [და მოკვდა იქ. ვერცხლსა და ოქროს აძლევდნენ ფარაონ ნექოს. მაშინ დაიწყო ქვეყანამ ხარკის აკრეფა და ვერცხლის გაღება ფარაონის ბრძანებით, და თითოეული შეძლებისდაგვარად მოითხოვდა ვერცხლსა და ოქროს ქვეყნის ერისაგან ფარაონ ნექოსთვის მისაცემად].
2 ნეშტთა თავი 36