2 ნეშტთა 4:2
1. გააკეთა სპილენძის სამსხვერპლო; სიგრძით ოცი წყრთა, სიგანით - ოცი წყრთა, სიმაღლით - ოცი წყრთა.2. ჩამოასხა სპილენძის ზღვა, სრულიად მრგვალი, იგი კიდით კიდემდე ათი წყრთა იყო. სიმაღლე ხუთი წყრთა ჰქონდა, ოცდაათი წყრთა ძაფი სწვდებოდა გარს.3. მის ქვეშ, ირგვლივ, ხარების გამოსახულებები იყო შემორტყმულნი, ზღვას ათ წყრთაზე გარს ევლებოდა მასთან ერთად ჩამოსსმული ხარების ორი რიგი.
2 ნეშტთა თავი 4