2 ნეშტთა 5:1
1. მოათავა ყველა საქმე, რასაც უფლის სახლისათვის აკეთებდა სოლომონი. მოიტანა სოლომონმა მამამისის, დავითის, შემოწირულობანი: ვერცხლი, ოქრო, ყველანაირი ჭურჭელი და ღვთის სახლის საგანძურში დააწყო.2. მაშინ შეყარა სოლომონმა იერუსალიმში ისრაელის უხუცესობა და შტოთა ყველა თავკაცი, ისრაელიანთა მამისსახლის უფროსები, რომ გამოესვენებინათ უფლის აღთქმის კიდობანი დავითის ქალაქიდან ანუ სიონიდან.
2 ნეშტთა თავი 5