2 ნეშტთა 5:6
5. წაასვენეს კიდობანი და სადღესასწაულო კარავი, და ყველა წმიდა ჭურჭელი, კარავში რომ ინახებოდა. წაასვენეს ისინი მღვდლებმა და ლევიანებმა.6. მეფე სოლომონი და მასთან შეკრებილი მთელი ისრაელის საზოგადოება იდგნენ კიდობნის წინ და მსხვერპლად სწირავდნენ ცხვარ-ძროხას, რომლის დათვლა და აღრიცხვა შეუძლებელი იყო სიმრავლის გამო.7. დაასვენეს მღვდლებმა უფლის აღთქმის კიდობანი მისთვის განკუთვნილ ადგილზე, ტაძრის დაბირში, წმიდათაწმიდაში, ქერუბიმთა ფრთებქვეშ.
2 ნეშტთა თავი 5