2 ნეშტთა 6:19
18. ნუთუ ნამდვილად იმკვიდრებს მიწაზე ღმერთი? აჰა, ვერ იტევენ მას ცანი და ცანი ცათანი, როგორღა დაიტევს ეს ჩემი აშენებული სახლი?19. მოხედე შენი მორჩილის ლოცვა-ვედრებას, უფალო, ღმერთო ჩემო, ისმინე ღაღადი და ლოცვა, რომლითაც მოგმართავს შენი მორჩილი,20. რომ თვალი გეჭიროს ამ სახლზე ღამით და დღისით ამ ადგილზე, რომლის გამოც ნათქვამი გაქვს, აქ იქნებაო ჩემი სახელი. რომ ისმინო ლოცვა, რომელსაც იტყვის ამ ადგილას შენი მორჩილი.
2 ნეშტთა თავი 6