2 ნეშტთა 8:15
14. დავითის, მამამისის მიერ დადგენილი წესის მიხედვით ჩააყენა მღვდელთა დასები თავიანთ სამსახურში, ლევიანები კი მათ დაცვაში, რათა სადიდებილი ეთქვათ და მღვდლებთან ერთად ემსახურათ ყოველდღიური მოვალეობის შესასრულებლად. ასევე ყველა კარს თავისი კარისმცველები მიუჩინა, თავ-თავისი დასების მიხედვით, რადგან ასე ბრძანა დავითმა, ღვთისკაცმა.15. არ უღალატიათ მეფის იმ ბრძანებისთვის, მღვდლებს, ლევიანებს, სხვა საქმეებსა და საგანძურს რომ შეეხებოდა.16. ასე ჰქონდა სოლომონს აწყობილი ყველა საქმე, საძირკვლის ჩაყრიდან დაწყებული, ვიდრე უფლის სახლი ბოლომდე არ გასრულდა.
2 ნეშტთა თავი 8