3 მეფეთა 10:21
20. ექვს საფეხურზე, აქეთ-იქით, სხვა თორმეტი ლომი იდგა; არცერთ სამეფოში არ ყოფილა ამის მსგავსი რამ.21. სოლომონის ყველა სასმისი ოქროსი იყო, ყველა ჭურჭელი ლიბანის მაღნარის სახლში რჩეული ოქროსი იყო; ვერცხლი და სპილენძი არაფრად მიაჩნდათ სოლომონის დროს.22. რადგან მეფის თარშიშული ხომალდები ხირამის ხომალდებთან ერთად გადიოდა ზღვაში; წელიწადში ერთხელ მოდიოდა თარშიშული ხომალდი და მოჰქონდა ოქრო-ვერცხლი, სპილოს ძვალი, მოჰყავდა ყაფუზუნები და ფარშავანგები.
3 მეფეთა თავი 10