3 მეფეთა 11:28
27. აი, რის გამო მოხდა, ხელი რომ აღმართა მან მეფე სოლომონზე: მილოს აშენებდა სოლომონი; დანგრეულს აღადგენდა მამამისის, დავითის ქალაქში.28. მამაცი კაცი იყო იერობოამი. დაინახა სოლომონმა, რომ ვარგოდა საქმეში ეს ყმაწვილი და ჩააბარა მას იოსების სახლიდან გამოყვანილი ბეგარის ხალხი.29. ისე მოხდა იმხანად, რომ გასული იყო იერუსალიმიდან იერობოამი და შემოხვდა გზად სილოამელი წინასწარმეტყველი ახია, რომელსაც ახალი მოსასხამი ესხა. ამ ორის მეტი არავინ იყო მინდვრად.
3 მეფეთა თავი 11