3 მეფეთა 12:7
6. რჩევა ჰკითხა მეფე რობოამმა უხუცესებს, რომელნიც მამამისს, სოლომონს, ახლდნენ მის სიცოცხლეში, და უთხრა: როგორ მირჩევთ, რა პასუხი გავცე ამ ხალხს?7. ასე უთხრეს: თუ დღეს მაგ ხალხის მორჩილი იქნები, დაემორჩილები და დააკმაყოფილებ მათ, კარგ სიტყვებს ეტყვი, მაშინ შენი მორჩილნი იქნებიან სამუდამოდ.8. არ დაუგდო ყური უხუცესების რჩევას, რაც ურჩიეს, და ჰკითხა რჩევა მოყმეებს, რომელნიც მასთან შეზრდილნი იყვნენ და გარს ეხვივნენ.
3 მეფეთა თავი 12