3 მეფეთა 13:25
24. წავიდა და შემოეყარა გზად ლომი, და მოკლა იგი ლომმა. გზაზე ეგდო მისი გვამი და სახედარი ედგა გვერდით, ლომიც იდგა გვამთან.25. დაინახა ჩამვლელმა ხალხმა გზაზე დაგდებული გვამი და გვამთან მდგომი ლომი; მივიდნენ და მიუტანეს ამბავი ქალაქში, სადაც ის მოხუცი წინასწარმეტყველი ცხოვრობდა.26. გაიგო ეს ამბავი წინასწარმეტყველმა, რომელმაც გზიდან დააბრუნა ის კაცი და თქვა: ეს ის ღვთისკაცია, უფლის ბრძანებას რომ გადავიდა. უფალმა მისცა ლომს,რომელსაც დაუტორავს და მოუკლავს უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნათქვამი ჰქონდა მისთვის.
3 მეფეთა თავი 13