3 მეფეთა 13:28
27. ასე უთხრა თავის შვილებს: შემიკაზმეთ სახედარი. მათაც შეუკაზმეს.28. წავიდა და იპოვა გზაზე დაგდებული გვამი, სახედარი და ლომი იდგნენ გვამთან. ლომს არც გვამი შეუჭამია და არც სახედარი დაუგლეჯია.29. აიღო წინასწარმეტყველმა ღვთისკაცის გვამი, აჰკიდა სახედარს და უკან წამოიღო. მოვიდა თავის ქალაქში მოხუცი წინასწარმეტყველი მის დასატირებლად და დასამარხავად.
3 მეფეთა თავი 13