3 მეფეთა 14:15
14. უფალი დაადგენს თავის მეფეს ისრაელზე, რომელიც მოსპობს იერობოამის სახლს იმ დღეს, და რატომ ახლავე არა?15. დალახვრავს უფალი ისრაელს და დაემსგავსება იგი წყალზე მოქანავე ლერწამს, აღმოფხვრის ისრაელს ამ დალოცვილი მიწიდან, რომელიც მათ მამა-პაპას მისცა, და მდინარის გაღმა გადარეკავს, რადგან აშერები გაიჩინეს უფლის გასარისხებლად.16. გასწირავს ისრაელს იერობოამის გამო, თავადაც რომ სცოდა და ისრაელიც რომ შეიყვანა ცოდვაში.
3 მეფეთა თავი 14