3 მეფეთა 14:20
19. იერობოამის დანარჩენი საქმენი, როგორ იბრძოდა იგი და როგორ გამეფდა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.20. ხანი იერობოამის მეფობისა იყო ოცდაორი წელი. განისვენა მან თავის მამა- პაპასთან და მის ნაცვლად მისი ძე, ნადაბი გამეფდა.21. ხოლო სოლომონის ძე რობოამი იუდაში მეფობდა. ორმოცდაერთი წლისა იყო რობოამი, როცა გამეფდა და ჩვიდმეტ წელს მეფობდა იერუსალიმში, იმ ქალაქში, რომელიც ისრაელის ყველა შტოდან ამოირჩია უფალმა თავისი სახელის დასამკვიდრებლად. მისი დედა იყო ნაყამა, ყამონელი ქალი.
3 მეფეთა თავი 14