3 მეფეთა 14:8
7. წადი, უთხარი იერობოამს, ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი: მე აღგაზევე შენ ამ ერში და ისრაელის ერისმთავრად დაგადგინე.8. მე გამოვგლიჯე დავითის სახლს მეფობა და შენ მოგეცი, თუმცა არ გავხარ ჩემს მორჩილს დავითს, რომელიც იცავდა ჩემს მცნებებს, მთელი გულით მომყვებოდა უკან და მხოლოდ სიმართლეს სჩადიოდა ჩემს თვალში.9. შენ ყველა მათგანზე უარესად მოიქეცი, ვინც კი შენამდე ყოფილა; წახვედი და უცხო ღმერთები და კერპები გაიჩინე ჩემს განსარისხებლად. თავად მე ზურგს უკან მომისროლე.
3 მეფეთა თავი 14