3 მეფეთა 15:18
17. გავიდა ბაყაშა ისრაელის მეფე იუდას წინააღმდეგ და ააშენა რამა, რათა არვინ გამოეშვა ასასგან, იუდას მეფისგან, და არავინ შეეშვა მასთან.18. აიღო ასამ მთელი ოქრო-ვერცხლი, რაც კი სამეფო სახლის საგანძურებში იყო დარჩენილი, და მისცა ხელში თავის მორჩილთ. მიაგზავნა ისინი მეფე ასამ ბენ-ჰადადთან, ძესთან ტაბრიმონისა, ბენ-ხეზიონის ძისა, არამელთა მეფესთან, დამასკოში რომ იჯდა, და შეუთვალა:19. იყოს კავშირი ჩვენს შორის, როგორც ჩვენს მამებს შორის იყო; აჰა, გიგზავნი ძღვნად ოქრო-ვერცხლს. გაწყვიტე კავშირი ბაყაშასთან, ისრაელის მეფესთან, და ჩამომეხსნება.
3 მეფეთა თავი 15