3 მეფეთა 2:4
3. აღუსრულე ვალი უფალს, შენს ღმერთს: იარე მის გზაზე, დაიცავი მისი წესები, მისი მცნებანი, მისი სამართალი, მისი მოწმობანი, როგორც სწერია მოსეს რჯულში, რომ ხელი მოგემართოს ყველაფერში, რასაც გააკეთებ, და ყველგან, საითკენაც პირს მიაბრუნებ.4. რომ აღასრულოს უფალმა ჩემზე ნათქვამი თავისი სიტყვა: თუ შენი შვილები დაიცავენ ჩემს გზას და ივლიან ჩემს წინაშე ჭეშმარიტებით და მთელი გულითა და სულით, არ დაგელევაო კაცი ისრაელის ტახტზე.5. შენც იცი, რა გამიკეთა იოაბ ცერუიას ძემ, რა გაუკეთა ისრაელის ლაშქრის ორ სარდალს - აბნერ ნერის ძეს და ყამასა იეთერის ძეს; როგორ დახოცა ისინი და მშვიდობის დროს ბრძოლის სისხლი დაღვარა; ბრძოლის სისხლი მოიცხო სარტყელზე და ფეხსამოსზე.
3 მეფეთა თავი 2