3 მეფეთა 2:8
7. ბარზილაი გალაადელის შვილებს წყალობა მიაგე, თანამეინახეებად გყავდეს სუფრაზე, რადგან ახლობლობა ჰქონდათ ჩემთან, როცა შენს ძმას აბესალომს გავურბოდი.8. აჰა, შენთან არის შიმყი გერას ძე, ბენიამინიანი, ბახურიმიდან; ის იყო, რომ მწარედ მწყევლიდა, როცა მახანაიმში მივდიოდი. იორდანეზე ჩამოვიდა ჩემს შესახვედრად და მეც უფლის სახელით შევფიცე, მახვილით არ მოგკლავ-მეთქი.9. შენ ნუ გაამართლებ, რადგან ბრძენი კაცი ხარ და იცი, როგორ უნდა მოექცე, რომ სისხლიანი ჭაღარით ჩაიყვანო შავეთში.
3 მეფეთა თავი 2