3 მეფეთა 21:7
6. უთხრა: ველაპარაკე ნაბოთ იზრეყელელს და ვუთხარი, დამითმე-მეთქი შენი ვენახი ვერცხლით; ან თუ გინდა, სანაცვლოდ სხვა ვენახს მოგცემ-მეთქი. მან მითხრა: არ მოგცემო ჩემს ვენახს.7. უთხრა იზებელმა, მისმა ცოლმა: ახლა დაამტკიცე, რომ ისრაელის მეფე ხარ! ადექი, პური ჭამე და გული გაიმხიარულე: მე მოგცემ ნაბოთ იზრეყელელის ვენახს.8. დაწერა წერილები აქაბის სახელზე, მისი ბეჭდით დაბეჭდა და დაუგზავნა წერილები უხუცესებს და წარჩინებულთ, ნაბოთთან რომ ცხოვრობდნენ მის ქალაქში.
3 მეფეთა თავი 21