3 მეფეთა 22:52
51. ახაზია აქაბას ძე გამეფდა ისრაელზე სამარიაში იოშაფატ იუდას მეფის მეჩვიდმეტე წელს და იმეფა ისრაელზე ორი წელი.52. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, დადიოდა მამამისის გზაზე და დედამისის გზაზე, და იერობოამ ნაბატის ძის გზაზე, რომელმაც აცთუნა ისრაელი.53. ემსახურებოდა ბაალს და თაყვანს სცემდა მას; აჯავრებდა უფალს, ისრაელის ღმერთს, ყოველნაირად, როგორც იქცეოდა მამამისი.
3 მეფეთა თავი 22