3 მეფეთა 3:2
1. დაუმოყვრდა სოლომონი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს და მოიყვანა ფარაონის ასული დავითის ქალაქში, ვიდრე დაასრულებდა თავის სახლს, უფლის სახლს და ზღუდეს იერუსალიმის გარშემო.2. ოღონდ ჯერ კიდევ ბორცვებზე სწირავდა ხალხი მსხვერპლს, რადგან საიმდროოდ ჯერ კიდევ არ იყო აშენებული სახლი უფლის სახელზე.3. შეიყვარა სოლომონმა უფალი, და მამამისის, დავითის წესზე დადიოდა, ოღონდ გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს.
3 მეფეთა თავი 3