3 მეფეთა 3:5
4. წავიდა მეფე გაბაონს, რათა მსხვერპლი შეეწირა იქ, რადგან იქ იყო მთავარი გორაკი. ათასი სული აღსავლენი შესწირა მეფემ ამ სამსხვერპლოზე.5. გამოეცხადა გაბაონში უფალი სოლომონს სიზმრად ღამით და უთხრა ღმერთმა: მთხოვე, რა გინდა, რომ მოგცე.6. უთხრა სოლომონმა: დიდად სწყალობდი შენს მორჩილს, მამაჩემს დავითს, რადგან ჭეშმარიტებით, სიმართლით და შენდამი წრფელი გულით დადიოდა იგი შენს წინაშე; შეუნარჩუნე კიდეც ეს დიდი წყალობა და მიეცი ვაჟი, რომელიც ზის დღეს მის ტახტზე.
3 მეფეთა თავი 3