3 მეფეთა 7:32
31. მისი ჭრილი შიდა გვირგვინიდან მაღლითამდე ერთი წყრთა იყო; ჭრილი მრგვალი იყო, როგორც ამგვარი ნაკეთობა არის ხოლმე, წყრთანახევარი; ჭრილზე ჩუქურთმები იყო. მისი კედლები ოთხკუთხედი იყო, არა მრგვალი.32. ოთხი ბორბალი იყო კედლებს ქვემოთ და ბორბლების ღერძები კვარცხლბეკზე იყო დამაგრებული; თითო ბორბლის სიმაღლე - ერთნახევარი წყრთა.33. ბორბლები ეტლის ბორბლებივით იყო გაკეთებელი; ღერძები, სალტეები, მანები და მორგვები სულ ჩამოსხმული სპილენძისა იყო.
3 მეფეთა თავი 7