3 მეფეთა 8:57
56. კურთხეულ იყოს უფალი, რომელმაც სიმშვიდე მიანიჭა თავის ერს, ისრაელს, როგორც დაპირებული იყო. ერთი სიტყვაც არ დარჩენილა აღუსრულებელი იმ სასიკეთო სიტყვებიდან, თავისი მორჩილის, მოსეს პირით რომ ბრძანა.57. ჩვენთან იყოს უფალი, ჩვენი ღმერთი, როგორც ჩვენს მამა-პაპასთან იყო, არ მიგვატოვოს, არ გაგვწიროს.58. მიიზიდოს თავისკენ ჩვენი გულები, რომ მის გზაზე ვიაროთ, და დავიცვათ მისი შეგონებები, წესები და კანონები, რომელნიც ჩვენი მამა-პაპისთვის დაუწესებია.
3 მეფეთა თავი 8