3 მეფეთა 8:65
64. ამავე დღეს განათლა მეფემ შუა ეზო უფლის სახლის წინ; რადგან აღავლინა აღსავლენი, შესწირა ძღვენი და სამადლობელი მსხვერპლის ცხიმები, რადგან უფლის წინ მდგარი სპილენძის სამსხვერპლო სიმცირის გამო ვერ დაიტევდა აღსავლენს, ძღვენს და სამადლობელის ცხიმებს.65. იდღესასწაულა იმჟამად უფლის, ჩვენი ღმერთის, წინაშე სოლომონმა და მასთან ერთად მთელმა ისრაელმა - დიდმა კრებულმა ხამათიდან ვიდრე ეგვიპტის ხევამდე - შვიდ დღეს და კიდევ შვიდ დღეს, სულ თოთხმეტ დღეს.66. მერვე დღეს გაისტუმრა ხალხი; დალოცეს მეფე და წავიდ-წამოვიდნენ თავ-თავის კარვებში მხიარულნი და გულსავსენი იმ სიკეთის გამო, რაც გაუკეთა უფალმა დავითს, თავის მორჩილს, და ისრაელს, თავის ერს.
3 მეფეთა თავი 8