4 მეფეთა 1:16
15. უთხრა უფლის ანგელოზმა ელიას: ჩაჰყევი, ნუ გეშინია მათი. ადგა ელია და ჩავიდა მათთან ერთად მეფესთან.16. უთხრა მას: ასე ამბობს უფალი: რაკი ბაალზებუბთან, ყეკრონის ღმერთთან, გაგზავნე მოციქულები სამკითხაოდ, თითქოს არ ყოფილიყოს ისრაელში ღმერთი, რომ დაჰკითხოდი მის სიტყვას, ამიტომაც ვერ ადგები მაგ საწოლიდან, სადაც წევხარ, რადგან უსათუოდ მოკვდები.17. მოკვდა კიდეც უფლის სიტყვისამებრ, ელიამ რომ გააცხადა. მის ნაცვლად იორამი გამეფდა იუდას მეფის იორამ იოშაფატის ძის მეორე წელს, რადგან ძე არ ჰყოლია.
4 მეფეთა თავი 1