4 მეფეთა 1:2
1. განუდგა მოაბი ისრაელს აქაბის სიკვდილის შემდეგ.2. გადმოვარდა ახაზია თავისი ზემოთვალის სარკმლიდან სამარიაში და დასნეულდა. გაგზავნა მოციქულები და დააბარა: წადით და დაეკითხეთ ბაალზებებს ყეკრონის ღმერთს, მოვრჩები თუ არა ამ სნეულებისგან?3. ხოლო უფლის ანგელოზმა უთხრა ელია თიშბელს: წადი, და დახვდი სამარიის მეფის მოციქულებს და უთხარი: ნუთუ აღარ არის ღმერთი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან, ბაალზებუბთან მიდიხართ საკითხავად?
4 მეფეთა თავი 1