4 მეფეთა 10:16
15. წავიდა იქიდან და შეეყარა იონადაბ რექაბის ძეს, რომელიც მის შესახვედრად მოდიოდა, მიესალმა და უთხრა: ისევე წრფელია შენი გული, როგორც ჩემი გული შენდამი? მიუგო იონადაბმა: წრფელია. წრფელია და მომეცი ხელი. მისცა ხელი და მანაც აიყვანა თავის ეტლზე.16. უთხრა: წამომყევი და ნახე ჩემი შური უფლისადმი. და დასვეს ეტლზე.17. მივიდა სამარიას და ამოხოცა ყველა, ვინც კი დარჩენოდა აქაბს სამარიაში; ისე რომ გაანადგურა ყველანი, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს ელიასთვის.
4 მეფეთა თავი 10