4 მეფეთა 10:19
18. შეკრიბა იეჰუმ მთელი ერი და გამოუცხადა: ცუდად ემსახურებოდა აქაბი ბაალს. ახლა იეჰუ მოუმატებს სამსახურს.19. ახლა შემიყარეთ ბაალის ყველა ქადაგი, ყველა მისი მსახური და ყველა მისი ქურუმი, კაციშვილი არ აკლდეს, რადგან დიდი მსხვერპლშეწირვა მექნება ბაალისთვის. ვინც დააკლდება, ვერ გადარჩება ცოცხალი. ასეთი ხრიკი მოიგონა იეჰუმ, რომ ამოეწყვიტა ბაალის თაყვანისმცემლები.20. თქვა იეჰუმ: გამოაცხადეთ ბაალის დღესასწაული. და გამოაცხადეს.
4 მეფეთა თავი 10