4 მეფეთა 10:24
23. შევიდა იეჰუ იონადაბ რექაბის ძესთან ერთად ბაალის სახლში და უთხრა ბაალის მსახურებს: მიათვალ-მოათვალიერეთ, არ იყოს თქვენს შორის უფლის მსახურთაგანი ვინმე, რადგან მხოლოდ ბაალის მსახურები უნდა იყოთ აქ.24. შეუდგნენ მსხვერპლშეწირვას და აღსავლენს. გარეთ დააყენა იეჰუმ ოთხმოცი კაცი და უბრძანა: იცოდეთ, თუ ვინმე გადარჩა იმათგან, ვისაც გაბარებთ, მის სულს თქვენ მოგკითხავთ.25. როცა დასრულდა აღსავლენი, უბრძანა იეჰუმ მალემსრბოლებსა და მეთაურებს: წადით და დახოცეთ, არავინ გაგექცეთ. მახვილით დახოცეს და იქვე დაყარეს მალემსრბოლებმა და მეთაურებმა, თავად კი ბაალის სახლის ქალაქისკენ წავიდნენ.
4 მეფეთა თავი 10