4 მეფეთა 10:5
4. დიდად, დიდად შეშინდნენ და თქვეს: აჰა, ორი მეფე ვერ დაუდგა წინ, ჩვენ როგორღა დავუდგეთ?5. შეუთვალეს იეჰუს სასახლის მოურავმა, ქალაქის განმგებელმა, უხუცესობამ და გამზრდელებმა: შენი მორჩილნი ვართ, როგორც გვიბრძანებ, ისე მოვიქცევით; არავის გავამეფებთ. როგორც გერჩიოს, ისე მოიქეცი.6. მისწერა მათ მეორე წერილი: თუ ჩემიანები ხართ და ჩემს სიტყვას ემორჩილებით, წამოიღეთ თქვენი ბატონიშვილების თავები და ხვალ ამ დროს იზრეყელში გამოცხადდით ჩემთან. უფლისწულები - სამოცდაათი კაცი ქალაქის დიდებულებთან იყვნენ, რომელნიც ზრდიდნენ მათ.
4 მეფეთა თავი 10