4 მეფეთა 10:7
6. მისწერა მათ მეორე წერილი: თუ ჩემიანები ხართ და ჩემს სიტყვას ემორჩილებით, წამოიღეთ თქვენი ბატონიშვილების თავები და ხვალ ამ დროს იზრეყელში გამოცხადდით ჩემთან. უფლისწულები - სამოცდაათი კაცი ქალაქის დიდებულებთან იყვნენ, რომელნიც ზრდიდნენ მათ.7. როცა წერილი მოუვიდათ, გამოიყვანეს უფლისწულები და დახოცეს - სამოცდაათი კაცი; კალათებში ჩააწყვეს მათი თავები და იზრეყელში გაუგზავნეს.8. მივიდა მოციქული და მოახსენა: მოიტანეს უფლისწულთა თავები. თქვა: ორ გროვად დაჰყარეთ კარიბჭის შესასვლელთან.
4 მეფეთა თავი 10