4 მეფეთა 11:13
12. გამოიყვანა მეფისწული, დაადგა შარავანდი და მისცა მოწმობა; გაამეფეს და სცხეს მირონი. ტაშს უკრავდნენ და იძახდნენ: იცოცხლოს მეფემ!13. შემოესმა ღოთოლიას ხალხის ჩოჩქოლი და გავიდა ხალხთან უფლის სახლში.14. დაინახა, დგას მეფე წესისამებრ და სარდლები და საყვირები მეფის გვერდით, მხიარულობს ქვეყნის ერი და საყვირებს ახმიანებენ. შემოიგლიჯა სამოსელი ღოთოლიამ და იყვირა: ღალატია! ღალატი!
4 მეფეთა თავი 11