4 მეფეთა 12:11
10. როცა ნახავდნენ, რომ ბევრი ვერცხლი დაგროვდა კიდობანში, ამოვიდოდნენ მეფის მწერალი და მღვდელმთავარი, გადმოყრიდნენ და დაითვლიდნენ უფლის სახლში შეგროვებულ ვერცხლს.11. ხელში აბარებდნენ დათვლილ ვერცხლს სამუშაოთა შემსრულებლებს, რომელნიც უფლის სახლში იყვნენ განწესებულნი. ესენი ურიგებდნენ დურგლებს და მშენებლებს, უფლის სახლში მომუშავეთ,12. ქვისმთლელებს და ქვითხუროებს, ყიდულობდნენ ხეს და თლილ ქვას უფლის სახლის შესაკეთებლად და ყველაფერს, რაც სახლის გასამაგრებლად იყო საჭირო.
4 მეფეთა თავი 12