4 მეფეთა 14:24
23. იუდას მეფის ამაციაჰუ იოაშის ძის მეთხუთმეტე წელს გამეფდა იერობოამ იოაშის ძე, ისრაელის მეფე, სამარიაში და იმეფა ორმოცდაერთი წელი.24. უკუღმართად იქცეოდა იგი უფლის თვალში და არ მიუტოვებია იერობოამ ნაბატის ძის ცოდვები, რომელმაც შეაცდინა ისრაელი.25. მან აღადგინა ისრაელის საზღვრები ხამათის ყელიდან უდაბნოს ზღვამდე, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს, ისრაელის ღმერთს, თავისი მორჩილის, გათხეფერელი წინასწარმეტყველის, იონა ამითაის ძის, პირით.
4 მეფეთა თავი 14